ვინ ვართ ჩვენ
NIKS Consulting არის დინამიკური, მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და გეხმარებათ სხვადასხვა სექტორში არსებული საჭიროებების მიგნებაში. კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება კარგად შევისწავლოთ თითოეული პროექტი, ანალიზი გავუკეთოთ შესაძლებლობებს და საუკეთესო სტრატეგია შევთავაზოთ მომხმარებელს.
ჩვენი ფართო ხედვა საშუალებას გვაძლევს დავრჩეთ ინოვაციურები და მარტივად ადაპტირებადი მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოში. არ აქვს მნიშვნელობა უკვე არსებულ ბაზარზე გინდათ დამკვიდრება თუ ახალი ტერიტორიების ათვისება, ჩვენ გთავაზობთ გლობალურ ხედვას, გეხმარებით ნებისმიერი სფეროს ღრმა ანალიზსა და ნაბიჯების გადადგმაში.
მმართველი გუნდი
NIKS Consulting-ის გუნდი შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რაც გვაძლევს საშუალებას მოგაწოდოთ კომპლექსური მხარდაჭერა ნებისმიერი მასშტაბის ამოცანისთვის - იქნება ეს ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება თუ ახალი ბაზრების ათვისება.
ჩვენი მისიაა გავამარტივოთ თქვენი ბიზნესის ადმინისტრირება, გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა და შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება. ამას ვაკეთებთ პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური მიდგომით და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობით.

თეა იოსავა
აღმასრულებელი დირექტორი

აკაკი გველესიანი
ბიზნესის განვითარების დირექტორი

ალექსანდრე ელერდაშვილი
ფინანსების ხელმძღვანელი

თამარ პირტახია
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ანა რუხაძე
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ ჯიქია
გადასახადებისა და აუდიტის ხელმძღვანელი