ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირება მოითხოვს არა მხოლოდ ოპერაციული და ფინანსური ასპექტების ეფექტურ მართვას, არამედ იურიდიული საკითხების ღრმა გააზრებას. ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე საჭიროა სამართლებრივი ასპექტების პრევენციული შეფასება და მართვა. იურიდიული რისკების არასათანდო მართვა შესაძლოა სერიოზული გამოწვევების წყარო გახდეს.
წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ კომპანიის იურიდიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
როდის არის საჭირო იურიდიული კონსულტაცია?
იურიდიული კონსულტაცია აუცილებელია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა უკვე წარმოშობილია, არამედ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი პრევენცია შესაძლებელია. ბიზნესისთვის ყველაზე დიდი ღირებულება სწორედ პრაქტიკულად წინასწარ გაწეული ნაბიჯებით მიიღწევა.
ბიზნესის დაფუძნებისას კომპანიის რეგისტრაცია და სადამფუძნებლო დოკუმენტების შედგენა მხოლოდ ფორმალობა არ არის. სწორედ აქ ედება საფუძველი კომპანიის მმართველობის მოდელს, პარტნიორთა ურთიერთობებსა და უფლებამოსილებების განაწილებას. ადრეულ ეტაპზე დაშვებული ერთი შეხედვით „მცირე შეცდომაც“ მომავალში შეიძლება გადაიქცეს სერიოზულ პრობლემად მაგალითად, პარტნიორებს შორის დავის ან საგადასახადო რისკების მიზეზად.
ხელშეკრულებების მომზადებისა და განხილვისას ხელშეკრულება არის ბიზნესის მთავარი უსაფრთხოების გარატნტი. იურისტის ჩართვა აუცილებელია, რათა დოკუმენტში ყველა პირობა მკაფიოდ იყოს გაწერილი, თავიდან იქნას აცილებული ბუნდოვანებები და მაქსიმალურად დაიცვას კომპანიის ინტერესები.
რეგულაციების და ნორმების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ხშირად იცვლება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო, შრომითი ან ლიცენზირების საკითხები. დროული იურიდიული კონსულტაცია იცავს კომპანიას ჯარიმებისა და სხვა სანქციებისგან.
დავების პრევენციისა და მოგვარებისას იურისტთან კონსულტაცია მხოლოდ სასამართლო დავისთვის მზადება არ არის. ხშირად პროფესიონალის დროული რჩევა ხელს უშლის დავის წარმოშობას ან შესაძლო კონფლიქტის მოგვარებას.
გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას ინვესტიციის მოზიდვა, ახალი ბაზრების ათვისება, პარტნიორული შეთანხმებები ყველა ეს ნაბიჯი შეიცავს სამართლებრივ რისკებს. იურიდიული კონსულტაცია აქ უკვე ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილად იქცევა.
რატომ არის ხელშეკრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
- ბიზნესის დაცვა და გამჭვირვალობა — ხელშეკრულება არის ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც იცავს თქვენს ბიზნესს. მკაფიოდ და ზუსტად შედგენილი დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ეს ამცირებს გაუგებრობების, დავების და ფინანსური ზარალის რისკს.
- შეთანხმებული წესების სამართლებრივი ძალა — ხელშეკრულებით თავად მხარეები ადგენენ ურთიერთობის წესებს. რაც წერია დოკუმენტში, ის ხდება სავალდებულო და სამართლებრივად დაცული.
- თავისუფალი ნების რეალიზება — ხელშეკრულება საშუალებას გაძლევთ თქვენი სურვილები და შეთანხმებები სამართლებრივად განამტკიცოთ. იგი არის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების აუცილებელი საშუალება და თავისუფალი არჩევანის გამოხატულება.
- სამართლებრივი მნიშვნელობა — სამართლებრივ მეცნიერებაში ხელშეკრულება ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ინსტიტუტია, რომელიც საკანონმდებლო დონეზეა მოწესრიგებული. იგი განისაზღვრება როგორც ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
- წერილობითი ფორმის აუცილებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არსებობს ხელშეკრულებების კატეგორია, რომელიც სავალდებულოა წერილობითად შედგეს. თუმცა პრაქტიკულად, ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი ფორმით მომზადებული, რათა თავიდან ავიცილოთ რისკები. კარგად დამუშავებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პუნქტებით გაფორმებული დოკუმენტი იცავს კომპანიას შესაძლო უთანხმოებებისა და სამომავლო დავებისგან.
- კერძო ავტონომიის პრინციპი — სამოქალაქო სამართალში მოქმედებს კერძო ავტონომიის პრინციპი მხარეებს აქვთ თავისუფლება თავად განსაზღვრონ ურთიერთობის პირობები. სწორედ ხელშეკრულებაა ამ პრინციპის რეალიზების მთავარი სამართლებრივი გზა.
რა უნდა ვიცოდეთ შრომითი ურთიერთობების შესახებ?
შრომითი ურთიერთობებიერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ასპექტია კომპანიის ოპერირებისათვის და ამავ დროულად იგი წამოადგენს კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდებად სფეროს. შრომითი ხელშეკრულებებისა და კომპანიის შიდა დოკუმენტების სათანადო მომზადება აუცილებელია როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის უფლებების დაცვისთვის. ამ წესების დაცვას მინიმუმამდე დაჰყავს პოტენციური სამართლებრივი დავების რისკი.
- შრომითი ხელშეკრულების აუცილებლობაmployment contracts — დასაქმებულთან ურთიერთობა უნდა იყოს ყოველთვის წერილობითი ხელშეკრულებით გაფორმებული. ეს იცავს ორივე მხარეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს სამუშაოს პირობები, ანაზღაურება, ვალდებულებები, სამუშაო დრო, შვებულება და შეწყვეტის წესები.
- შიდა დოკუმენტაცია — კომპანიას რეკომენდებულია ჰქონდეს შიდა დებულებები და რეგლამენტები (მაგალითად: შრომის შინაგანაწესი, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, უსაფრთხოების წესები). ეს დოკუმენტები განსაზღვრავს საერთო წესებს და ქმნის სამუშაო გარემოს, რომელიც გამჭვირვალეა და დაცულია.
- შრომის ინსპექციის როლი — საქართველოში მოქმედებს შრომის ინსპექცია, რომელიც აკონტროლებს შრომითი კანონმდებლობის დაცვას. ინსპექცია უფლებამოსილია შეამოწმოს კომპანიაში სამუშაო პირობები, დოკუმენტაცია და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დააწესოს ჯარიმები ან სხვა სანქციები. რეგულარული და მოწესრიგებული შიდა დოკუმენტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს შრომის ინსპექციის მხრიდან პრეტენზიების რისკს.
- სამართლებრივი პასუხისმგებლობა — შრომითი კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფინანსური სანქციები, ასევე კომპანიის რეპუტაციის დაზიანება. ამიტომ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია სისტემურად მიიღოს იურიდიული კონსულტაცია და პერიოდულად გადაამოწმოს თავისი დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიის იურიდიული ფორმის სწორად შერჩევა?
კომპანიის დაფუძნებისას ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იურიდიული ფორმის შერჩევა. საქართველოს კანონმდებლობა „numerus clausus“-ის პრინციპით ზუსტად განსაზღვრავს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, რომელთა ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის შექმნა დაუშვებელია, აღნიშნული ფორმებია:
- ინდივიდუალური მეწარმე – „ინდმეწარმე“;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „სპს“;
- კომანდიტური საზოგადოება – „კს“;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „შპს“;
- სააქციო საზოგადოება – „სს“;
- კოოპერატივი – „კოოპ.“
იურიდიული ფორმა განსაზღვრავს:
- პასუხისმგებლობის ფარგლებს პირადი ქონების გამოყენების რისკს;
- საგადასახადო რეჟიმსა და ადმინისტრაციულ ვალდებულებებს;
- მართვის სტრუქტურას და პარტნიორთა უფლებამოსილებებს;
- ინვესტორებისა და საკრედიტო დაწესებულებების მიმართ ნდობის დონეს.
არასწორი არჩევანი შეიძლება გახდეს ზედმეტი საგადასახადო ტვირთის, სამართლებრივი სირთულეების ან პირადი ქონების დაკარგვის მიზეზი
ჩვენი გუნდი მზად არის, გახდეს თქვენი სანდო იურიდიული პარტნიორი. ჩვენ დაგეხმარებით კომპანიის სამართლებრივი საფუძვლების მოწესრიგებაში, რაც მოიცავს: სწორი იურიდიული ფორმის შერჩევას, შრომითი ურთიერთობების რეგულირებას, ხელშეკრულებების მომზადებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას.

