იურიდიული მომსახურება
ბიზნესის საჭიროებებზე და მარეგულირებელ სტანდარტებზე მორგებული სრული სამართლებრივი მხარდაჭერა.
ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს სფეროების ფართო სპექტრს, მათ შორის კორპორაციულ სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, შრომისა და დასაქმების რეგულაციებს, საგადასახადო სამართალს, უძრავი ქონების ტრანზაქციებს და სასამართლოში იურიდიულ წარმომადგენლობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი ბიზნესი ფუნქციონირებდეს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით …
იურიდიული პირებისთვის ადმინისტრაციული სამართლის მომსახურება
კომპანიის საქმიანობის საკანონმდებლო შესაბამისობაში მოყვანა არსებულ სახელმწიფო რეგულაციებთან, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან და სიახლეებთან, რაც გავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობაზე. ასევე კომპანიის სხვადასხვა სამსახურებრივი მიმართულებებისთვის ხელშეკრულებების, ბრძანების ფორმების, სახელმწიფო მარეგულირებლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციების, წესდებისა და კრების ოქმების თუ სხვ. იურიდიული ფორმების შექმნა და შემუშავება, ნებისმიერი ადმინისტრაციული საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად.
შრომისა და დასაქმების სამართლებრივი სტანდარტების მართვის მომსახურება
იურიდიული პირებისთვის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით შრომითი სამართლის წესებთან და პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის გასაფორმებელი დოკუმენტებისა და შეთანხმებების იურიდიული ფორმების შექმნა და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა შრომითი დავების თავიდან ასაცილებლად, ასევე კომპანიაში სწორი შრომითი პრაქტიკის დანერგვა შიდა რეგულაციების, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციების შემუშავების კუთხით.
უძრავ ქონებასთან და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი მომსახურება
უძრავ ქონებასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი იურიდიული საკითხის, როგორიცაა იჯარა, ნასყიდობა, შენახვა-მიბარება, იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, წილის შეძენა-გასხვისება, სასესხო-საკრედიტო, თუ საინვესტიციო პროცესებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების რეგულირება, იურიდიული დოკუმენტაციების, შეთანხმებების, ხელშეკრულებების მომზადება და დამკვეთის წარმომადგენლობა და მხარდაჭერა სავალდებულო წესით მხარეთა შორის დოკუმენტაციის გაფორმებისა და რეგისტრაციის პროცესში.
სასამართლო დავებში საკონსულტაციო მხარდაჭერა და დამკვეთის წარმომადგენლობა
ადმინისტრაციული დავების შემთხვევაში დამკვეთისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, სამართლებრივი და იურიდიული დოკუმენტაციის შეფასებითი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება მხარეთა შეთანხმების სხვადასხვა პარამეტრებზე. ასევე გარკვეული თანხის ლიმიტის ფარგლებში ადმინისტრაციულ დავებში დამკვეთის წარმომადგენლობა სასამართლო უწყებებსა და სახელმწიფო ინსტანციებში დამკვეთის იურიდიული მხარდაჭერის მიზნით.
არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და იურიდიული მხარდაჭერა
არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დროებითი ბინადრობის, მოქალაქეობის, ინვესტიციის განხორციელების, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოების, უძრავი, თუ მოძრავი ქონების იურიდიული დოკუმენტაციის შესწავლა-შეფასების მიმართულებით კონსულტირება და იურიდიული მხარდაჭერის გაწევა