ბიზნეს კონსულტაციის მომსახურება
დღევანდელ ბაზარზე წარმატება მოითხოვს სტრატეგიულ ხედვას, გამართული პროცესებსა და ეფექტურ გუნდურ მუშაობას.
NIKS Consulting გთავაზობთ მართვის საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც აერთიანებს სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციული სტრუქტურის, შიდა პროცესების, კორპორაციული კულტურისა და ციფრული მენეჯმენტის კომპლექსურ ანალიზსა და ოპტიმიზაციას. Ჩვენ ვქმნით სტრუქტურას, რომელიც თქვენი ბიზნესის მიზნებს შედეგად აქცევს.
სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა
- ბიზნესის შიდა და გარე ფაქტორების შესწავლა და შეფასებითი ანალიზი
- სტრატეგიული მიზნების და ამოცანების ფორმირება
- ბიზნესის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა
- ბიუჯეტის და ჩასატარებელ სამუშაოთა კალენდრის შედგენა
ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბრენდის კორპორაციული კულტურის ფორმირება
- HR და მარკეტინგული აუდიტი, გარემოს შეფასება და ამოცანების იდენტიფიცირება
- კომპანიის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებული სტრუქტურის ფორმირება (ფუნქციური, ჰორიზონტალური, წრიული, პროექტზე დაფუძნებული და სხვ.), სამუშაო აღწერილობების, ფუნქცია მოვალეობების და KPI პარამეტრების შემუშავებით
- სტაფთან ინდივიდუალური მუშაობა ბრენდის აღქმის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ანალიზის მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება.
- ბრენდის კორპორაციული კულტურის და ბრენდ პლატფორმის ფორმირება
ბიზნესის მართვის პროცესების ჩამოყალიბება და SOP-ების (სტანდარტული ოპერაციული პროცედურების) შემუშავება
- კომპანიაში არსებულ პროცესებში გამოვლენილი დაბრკოლებების, დუბლირების, სირთულეების, არაეფექტურობის გამოსავლენად საველე დაკვირვება, პროცესების შესწავლა და ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით
- მართვის ძირითადი პროცესების რუკების აგება
- SOP დოკუმენტების შექმნა კონკრეტულ პოზიციებზე და SOP-ების დანერგვის პროცესი
- დანერგილი პროცესების მართვა, მონიტორინგი და კონტროლი
- ციფრული ტექნოლოგიების შეფასება და რეკომენდაციების მიღება შიდა კომუნიკაციის, მართვისა და გარე ინტერაქციის გაუმჯობესებისთვის.
ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი, სამუშაო ღონისძიებების, ამოცანების განსაზღვრა და იმპლემენტაცია
- სამუშაო ფორმატების შექმნა, შეხვედრების ორგანიზება სტრატეგიული მიზნების, ლოკალური და გლობალური ამოცანების და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრის და დასახვის მიზნით
- სტრატეგიული, ლოკალური, გლობალური და ტექნიკური მიზნების დასახვისთვის სამუშაო ფორმატებისა და შეხვედრების ორგანიზება.
- Task Management - კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესაბამისი ტაქტიკური ღონისძიებების, გადასაჭრელი ამოცანების, შესასრულებელი სამუშაოების ჰორიზონტალური და ვერტიკალური დელეგირების სისტემის ამუშავება
- სამუშაოთა შესრულების ეფექტურობის გაზომვის და ხარისხის კონტროლის მიზნით ანგარიშგებების და შედეგების რეპორტინგის სისტემის დანერგვა, ამუშავება